Friday, July 5, 2013

...

პროექტის სახელწოდება.   საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისთვის დამახასიათებელი ცეკვები, მათ შინაარსი და მნიშვნელობა.                                                                                                

პროექტის მნიშვნელობა და აქტუალობა. პროექტის მნიშვნელობა მდგომარეობს მოსწავლეები გაეცნოს და შეისწავლოს ქართული ცეკვის მრავალსახეობა,მათი წარმომავლობის როლი და შინაარსი ქართველი ხალხის ცხოვრებაში
.ხანგრძლივობა:პროექტის ხანგრძლივობა - 2 თვე.                                                                       
ასაკი: 9 წლის.                                                                                                                               
პროექტის მიზნები და შედეგები:                  
პროექტის მიზანია   ბავშვისთვის ხელმისაწვდომი იყოს და დამოუკიდებლად შეძლოს სრულფასოვანი მასალის მოძიება და გაცნობა ,გაკვეთილის თემის ირგვლივ.ჩამოუყალიბდეს უნარ- ჩვევები,პატივი სცეს საკუთარი  ქვეყნის კულტურას და დაიცვას ის.
შეფასების საგანი და პროცედურები.ბავშვები შეფასდებიან გაკვეთილის თემის ირგვლივ მსჯელობით,მოპოვებული მასალებით,წერითი და პრაქტიკული სამუშაოების შესრულებით.შეფასების რუბრიკა შეიქმნება მოსწავლეებთან ერთად.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები.    სასწავლო მასალა მოიპოვება აუდიო და თვალსაჩინო მასალებით,რაც აადვილებს ბავშვებში მახსოვრობის უნარს.შესაბამისი ლიტერატურული წყაროებიდან,მასწავლებელი წინასწარ მომზადებული და დამუშავებული თემის სახით გადასცემს მოსწავლეს გაკვეთილს.აგრეთვე მნიშვნელოვანია ფერადი ილუსთრაციებიც ,რომლის მიმარ ბავშვები ინტერესს გამოხატავს.